ა) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელებას;
ბ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ზედამხედველობის ობიექტების შემოწმებას, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას;
გ) დამოუკიდებლად ან დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს, ასევე განიხილავს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევებისას ან აღნიშნული მოთხოვნების არარსებობისას განიხილავს და შეითანხმებს მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციას. ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს წერილობით ანიჭებს ამ დოკუმენტაციის შეთანხმების უფლებას;
ე) მონაწილეობს მშენებლობადამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიების მუშაობაში;
ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის ფარგლებში ატარებს მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას;
ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა ნაწილში შეითანხმებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა თანახმად ინვესტიციებით გათვალისწინებულ ისეთ პროექტებს, რომლებიც თავისი არსით ხასიათდება მომეტებული სახანძრო საშიშროებით;
თ) აუქმებს (შეცვლის) ქვემდგომი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის მიწერილობაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების დადგენილებაში, შენობა-ნაგებობების და სათავსების ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ მიწერილობებში მითითებულ და სხვა არაკანონიერ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს;
ი) აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დასახლებული პუნქტების და ზედამხედველობის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ;
კ) დადგენილი წესით განიხილავს ნორმატიული დოკუმენტებით და დაპროექტების ნორმებით დადგენილ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გადახვევების მაკომპენსირებელ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს;
ლ) ატარებს სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა გამოყენების მონიტორინგს;
მ) ახორციელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის საქმიანობის შეჯამებას, შეჯერებას და ანალიზს;
ნ) კოორდინირებას უწევს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ტერიტორიული ნორმატიული დოკუმენტების შექმნას;
ო) შეისწავლის და ავრცელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების დადებით გამოცდილებას, ახალ ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს;
პ) განაზოგადებს საზედამხედველო საქმიანობის პრაქტიკას და ამზადებს წინადადებებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელებისა და ორგანიზების სფეროში მაკორექტირებელი ღონისძიებათა ჩასატარებლად;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სხვა ფუნქციებს
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 5. ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
თავი III — სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
- მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის (შტატების შესაბამისად) თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებს
- მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამისი რანგ
- მუხლი 4. 1. ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია:
- მუხლი 6. ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები:
- მუხლი 8. 1. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხან
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება:
- მუხლი 10. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები არაგეგმურ შემოწმებებს ატარებენ ასევე შემდეგ შემთხვევებშიც:
- მუხლი 11. შემოწმებები ტარდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების (ბრძანების) საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორი მოვალეა აღნიშნული განკარგულება (ბრძანება) ან მ
- მუხლი 12. კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. სახელმწიფო ინსპექტორის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, სამუშაოების დიდი მოცულობის შემთხვევებში, კონტროლის ღონისძიებების ჩატარ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 5, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-5/