ა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელოს ზედამხედველობის ობიექტების ტერიტორიების, შენობების, ნაგებობების, სათავსების გამოკვლევა და შემოწმება;
ბ) გასცეს ზედამხედველობის ობიექტების ხელმძღვანელებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელი, შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ) მოტივირებული მიწერილობების შესაბამისად შეაჩეროს ზედამხედველობის ობიექტების უბნების, აგრეგატების მუშაობა, სათავსების ექსპლუატაცია, ცალკეული სახის სამუშაოები სახანძრო უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენისას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას და/ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, თუ ამას არ მოჰყვება შენობა-ნაგებობის ან მთლიანად წარმოების ფუნქციონირების შეწყვეტა;
დ) განიხილოს საქმეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელით;
ე) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისარგებლოს სხვა უფლებებით.
2. ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების დროს სარგებლობს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი უფლებებით, აგრეთვე უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის ობიექტების უფლებამოსილი პირებიდან მონაცემები და დოკუმენტები ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაცია, საჭირო განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ორგანიზაციებში მომხდარ ხანძრებს;
ბ) მოტივირებული მიწერილობის შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ზედამხედველობის ობიექტის უბნების, აგრეგატების მუშაობა, შენობების, ნაგებობების, სათავსების ექსპლუატაცია, ცალკეული სახეობის სამუშაოების ჩატარება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების გამოვლენისას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას და/ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, აგრეთვე ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისას ზედამხედველობის ობიექტების, შენობების, ნაგებობების და სხვა ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური რემონტის, რეკონსტრუქციის, გაფართოების, ტექნიკური გადაიარაღების დროს;
გ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა (რეკონსტრუქცია) დასრულებული ობიექტების მიმღები კომისიების მუშაობაში, სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
დ) გააუქმოს (შეცვალოს) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ქვემდგომი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული არაკანონიერი და/ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.
3. ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების დროს სარგებლობს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით, აგრეთვე უფლებამოსილია შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წინადადებების შეტანაზე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები სარგებლობენ (თანამდებობრივი მოვალეობების გათვალისწინებით) ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით (ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში), აგრეთვე უფლებამოსილია:
ა) საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოსთან შეთანხმებით შეიტანოს დასამტკიცებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტების პროექტები, აგრეთვე წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დადგენასა და სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების მიღების თაობაზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილება.
6. საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები სარგებლობენ (თანამდებობრივი მოვალეობის გათვალისწინებით) ამ მუხლის პირველ – მე-5 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით.
7. საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი და მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სრულად სარგებლობენ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
8. სახელმწიფო ხანძარსწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები მოვალენი არიან:
ა) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ხანძრების თავიდან ასაცილებლად, სახანძრო უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნების დარღვევის გამოსავლენად და აღსაკვეთად;
ბ) დაიცვან იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატარონ კონტროლის ღონისძიებები;
დ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოიკვლიონ ზედამხედველობის ობიექტები (ტერიტორიები და სათავსები), მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების ხელმძღვანელობის მიერ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების თაობაზე განკარგულების (ბრძანების) გაცემისა და სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემდეგ;
ე) არ შეუშალონ ხელი ზედამხედველობის ობიექტების უფლებამოსილ პირებს დაესწრონ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას, მისცენ განმარტება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება შემოწმების ობიექტს;
ვ) კონტროლის ღონისძიებების შედეგები გააცნონ ზედამხედველობის ობიექტების უფლებამოსილ პირებს;
ზ) დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის, მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის, სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალისწინებით;
თ) იცოდნენ და შეასრულონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების და სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
ი) იცოდნენ მომსახურების ტერიტორიაზე ზედამხედველობის ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა და ხანძარსაშიშროება, აკონტროლონ უფლემოსილი პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება;
კ) ზედამხედველობის ობიექტებზე დადგენილი წესით აწარმოონ უფლებამოსილი პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები;
ლ) გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლებები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღკვეთისა და ხანძრების თავიდან აცილების მიზნით;
მ) მონაწილეობა მიიღონ ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდის განხორციელებაში;
ნ) თანამდებობრივი მოვალეობების შესაბამისად აწარმოონ ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა და ანალიზი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ ზედამხედველობის სხვა ორგანოებთან, საუწყებო, ნებაყოფლობითი და კერძო სახანძრო დაცვის სამსახურებთან;
პ) გააანალიზონ ზედამხედველობის ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობა, შეიმუშაონ და გაატარონ კონკრეტული ღონისძიებები მისი შემდგომი ამაღლებისათვის;
ჟ) შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოვალეობანი.
თავი III
სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილებ
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 4. 1. ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია:
თავი II — სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობათა ჩამონათვალი, უფლებები და მოვალეობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
- მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის (შტატების შესაბამისად) თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებს
- მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამისი რანგ
- მუხლი 5. ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 6. ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები:
- მუხლი 8. 1. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხან
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება:
- მუხლი 10. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები არაგეგმურ შემოწმებებს ატარებენ ასევე შემდეგ შემთხვევებშიც:
- მუხლი 11. შემოწმებები ტარდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების (ბრძანების) საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორი მოვალეა აღნიშნული განკარგულება (ბრძანება) ან მ
- მუხლი 12. კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. სახელმწიფო ინსპექტორის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, სამუშაოების დიდი მოცულობის შემთხვევებში, კონტროლის ღონისძიებების ჩატარ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 4, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-4/