ა) ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს უფროსი – ამავდროულად არის საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილეები – ამავდროულად არიან საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს განყოფილების უფროსები, განყოფილების უფროსის მოადგილეები, ქვეგანყოფილების უფროსები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები – ამავდროულად არიან საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები;
გ) საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილების უფროსი – ამავდროულად არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხანძრსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო განყოფილების უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორები ამავდროულად არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები