ა) ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – ამავდროულად არის ქ. თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილეები – ამავდროულად არიან ქ. თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები;
ბ) ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების განყოფილების უფროსები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომლებიც ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ხანძრების პროფილაქტიკას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს) – ამავდროულად არიან ქ. თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები;
გ) ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის, რაზმების უფროსები – ამავდროულად არიან ქალაქის, რაიონის (მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორები, მათი მოადგილეები შესაბამისად – ქალაქის, რაიონის, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორების მოადგილეები;
დ) ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის, რაზმების უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები, მორიგე ცვლის უფროსები – ამავდროულად არიან ქალაქის, რაიონის (მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამისი რანგ
თავი II — სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობათა ჩამონათვალი, უფლებები და მოვალეობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
- მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის (შტატების შესაბამისად) თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებს
- მუხლი 4. 1. ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია:
- მუხლი 5. ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 6. ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები:
- მუხლი 8. 1. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხან
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება:
- მუხლი 10. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები არაგეგმურ შემოწმებებს ატარებენ ასევე შემდეგ შემთხვევებშიც:
- მუხლი 11. შემოწმებები ტარდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების (ბრძანების) საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორი მოვალეა აღნიშნული განკარგულება (ბრძანება) ან მ
- მუხლი 12. კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. სახელმწიფო ინსპექტორის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, სამუშაოების დიდი მოცულობის შემთხვევებში, კონტროლის ღონისძიებების ჩატარ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 3, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-3/