ა) ორგანიზებას უწევენ სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობას, ამ საქმიანობის დაგეგმვასა და შედეგების ანალიზს. მომსახურე ტერიტორიაზე აწარმოებენ ზედამხედველობის ობიექტების აღრიცხვას და აკონტროლებენ მათ;
ბ) საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს აწვდიან აქტს ხანძარზე წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად და იღებენ მათგან ინფორმაციას გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით;
გ) მომსახურე ტერიტორიაზე ახორციელებენ ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვას, აგრეთვე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა სახის აღრიცხვებს;
დ) შეიმუშავებენ და დადგენილი წესით ამტკიცებენ სახელმწიფო ინსპექტორების თანამდებობრივ მოვალეობებს სპეციალიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე განსაზღვრავენ იმ სახელმწიფო ინსპექტორების ნუსხას, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოებს სახანძრო უსაფრთხოების კომისიებში;
ე) უზრუნველყოფენ, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, სახელმწიფო ინსპექტორების მონაწილეობას მშენებლობადამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიების მუშაობაში;
ვ) უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საქმეების წარმოებას;
ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აწვდიან ინფორმაციას დასახლებული პუნქტების და ზედამხედველობის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, ასევე შეაქვთ წინადადებები შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღების შესახებ და განსაზღვრავენ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაბამის ღონისძიებებს