ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა – სახანძრო დაცვის დანაყოფების უფლებამოსილი თანამდებობის პირების (შემდგომში – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორგანიზაციების ან/და მოქალაქეების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესამოწმებლად და შემოწმების შედეგების მიხედვით ზომების მისაღებად;
ბ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორი (შემდგომში – სახელმწიფო ინსპექტორი) – სახანძრო დაცვის დანაყოფების თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება (შემდგომში – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური) და ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახური;
დ) კონტროლის ღონისძიებები – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს ზედამხედველობის ობიექტის მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, საჭირო გამოკვლევების ჩატარებას, შემოწმების შედეგების გაფორმებასა და კონტროლის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული ზომების მიღებას;
ე) კონტროლის ობიექტი – სახანძრო უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების შესასრულებლად ზედამხედველობის ობიექტის უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობა, მათ შორის საქმიანობა გაწეული ქონებრივ კომპლექსზე (ან მის ნაწილზე) ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნოლოგიური დანადგარების, მოწყობილობების, აგრეგატების, ნაკეთობებისა და სხვა ქონების ჩათვლით, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობა (შემდგომში – მიწერილობა) – ამ ბრძანებით დამტკიცებული, შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოსაფხვრელ, აგრეთვე ზედამხედველობის ობიექტებში შენობა-ნაგებობების, სათავსების ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების კანონიერ მოთხოვნებს და ეგზავნება ზედამხედველობის ობიექტს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს სახელით;
ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქმეების წარმოება – სახელმწიფო ინსპექტორების უფლებამოსილება, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებისათვის დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის და ტექნიკური გადაიარაღების დროს, მშენებლობადამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების დროს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლს;
ი) ორგანიზაცია – წარმოება, დაწესებულება, ასევე სხვა შენობა-ნაგებობები ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად.
თავი II
სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობათა ჩამონათვალი, უფლებები და მოვალეობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროშ
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის (შტატების შესაბამისად) თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებს
- მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამისი რანგ
- მუხლი 4. 1. ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია:
- მუხლი 5. ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 6. ქ. თბილისის მერიის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში:
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები:
- მუხლი 8. 1. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხან
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება:
- მუხლი 10. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები არაგეგმურ შემოწმებებს ატარებენ ასევე შემდეგ შემთხვევებშიც:
- მუხლი 11. შემოწმებები ტარდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების (ბრძანების) საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორი მოვალეა აღნიშნული განკარგულება (ბრძანება) ან მ
- მუხლი 12. კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. სახელმწიფო ინსპექტორის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, სამუშაოების დიდი მოცულობის შემთხვევებში, კონტროლის ღონისძიებების ჩატარ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 1, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-1/