მუხლი 22 სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის ნაწილში მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განსახილველად, დასკვნის მოსამზადებლად და შესათანხმებლად იმ ობიექტებზე, რომლებზეც არ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ან გააჩნიათ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევები, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საექსპერტო საბჭო, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს უფროსის (მოადგილის) ხელმძღვანელობით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს თანამშრომლები. ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით საექსპერტო საბჭოში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნენ საინჟინრო-ტექნიკური მუშაკები, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების სპეციალისტები🔗