მუხლი 26 საექსპერტო საბჭოს მიერ დოკუმენტაციის განხილვის შედეგები, სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით, გადაეცემა ორგანიზაციის წარმომადგენელს. საექსპერტო საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ამონაწერი ოქმიდან საჭირო მასალების დართვით სამდღიან ვადაში იგზავნება შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოში🔗