მუხლი 31 ორგანიზაციის ექსპლუატაციაში მიღების აქტს ხელს აწერს მხოლოდ კომისიაში მონაწილე სახელმწიფო ინსპექტორი. ექსპლუატაციაში გასაშვებ ორგანიზაციაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების, აგრეთვე ადრე მითითებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შეუსრულებლობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორი წერილობით მოახსენებს კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან იგი ხელს არ აწერს მიღების აქტს🔗