აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კონტროლის ღონისძიებები ტარდება შემდეგი მიმართულებებით:
ა) დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და შესაბამის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და რეალიზების უზრუნველყოფა;
ბ) დადგენილი ნორმების შესაბამისად სახანძრო დაცვის შექმნა და შენახვის უზრუნველყოფა;
გ) სახანძრო დაცვის დანაყოფებისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისას საჭირო დახმარების გაწევა;
დ) ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის ნებაყოფლობით ღონისძიებებში მოქალაქეების ჩაბმისათვის პირობების შექმნა, ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება;
ე) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შემუშავებული უწყებრივი და ტერიტორიული ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებთან;
ვ) სახანძრო დაცვის თანამშრომელთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ორგანიზება.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 37
თავი VII — კონტროლის ღონისძიებების განხორციელება
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 37, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-37/