კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას მოწმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა და კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ინსპექტორების მიწერილობების შესრულება, მათ შორის:
ა) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საორგანიზაციო ღონისძიებების შესრულება;
ბ) ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების და სათავსების მოვლა-პატრონობა, საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მდგომარეობა, გადარჩენის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების არსებობა და გამართულობა;
გ) საინჟინრო მოწყობილობების მონტაჟისა და ექსპლუატაციის წესივრობა;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა და საშუალებების მოვლა-პატრონობა;
ე) დადგენილი ნორმების შესაბამისად სახანძრო დაცვის შექმნა და შენახვა;
ვ) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდისა და ობიექტების მუშაკებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება და ჩატარება, პერსონალის მზადყოფნა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში;
ზ) ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციაში სახანძრო უსაფრთხოების მაჩვენებლებისა და მათი გამოყენების სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ცნობების არსებობა;
თ) მშენებარე და რეკონსტრუირებულ ობიექტებზე შესრულებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 36
თავი VII — კონტროლის ღონისძიებების განხორციელება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 36, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-36/