1. დაზვერვა ტარდება უწყვეტად, ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციამდე ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულებამდე.
2. დაზვერვის დროს დგინდება:
ა) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონა და ფართობი, საფრთხის ხასიათი, მომწამლავი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი და სხვა წვადი ნივთიერებებისა და მასალების არსებობა, აფეთქების საშიშროება, აგრეთვე ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის გავრცელების შესაძლო გზები;
ბ) ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობა, ადამიანთა ადგილსამყოფელი და მათი გადარჩენის გზები, ხერხები და საშუალებები, აგრეთვე ქონების დაცვის ან/და ევაკუაციის აუცილებლობა;
გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის მეორადი გამოვლინების საშიში ფაქტორების არსებობა და ზემოქმედების შესაძლებლობა, მათ შორის, ობიექტის ტექნოლოგიური პროცესებით და წარმოების ორგანიზების თავისებურებებით განპირობებული;
დ) ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო (ავარიის საწინააღმდეგო) დაცვის სისტემების და საშუალებების არსებობა და გამოყენების შესაძლებლობა;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების უახლოესი წყლის წყაროების ადგილმდებარეობა და მდგომარეობა, აგრეთვე მათი გამოყენების შესაძლებლობა;
ვ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების არსებობა, მათი გათიშვის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;
ზ) შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციების ჩამონგრევის საშიშროება, მათი გახსნის და დაშლის საჭიროება და ადგილები;
თ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეყვანის შესაძლო გზები;
ი) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მოზიდული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საჭირო რაოდენობა.
3. დაზვერვის დროს საჭირო ინფორმაციის შეკრების მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ობიექტის ხანძრის ჩაქრობის გეგმა ან/და ბარათი, აგრეთვე ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მონაცემებ