1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს თავისი რიგებიდან, საბჭოს უფლებამოსილების ვადით,  ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატების რეგისტრაციას და კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
2. წარმომადგენლობითი საბჭო პირველივე სხდომაზე ნიშნავს სპიკერის არჩევნების თარიღს, რომელიც არ უნდა იყოს სხდომის გამართვიდან 10 დღეზე ნაკლები და 20 დღეზე მეტი. კანდიდატების რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების დღესვე და მთავრდება არჩევნებამდე სამი დღით ადრე. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს  წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების რაოდენობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობს 2 ან მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატს შორის ტარდება ხელახალი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ