1. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
3. ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები იმართება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის შექმნიდან 1 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადას ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.
4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების დასრულებიდან 2 დღეში იმართება ფაკულტეტის საბჭოს პირველი სხდომა. ფაკულტეტის საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას