1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს პირველივე სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.
2. ფაკულტეტის საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს დეკანობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 12. დამკვირვებელი
- მუხლი 13. დარღვევის ოქმი
- მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
- მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
- მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-18/