1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის შესახებ, რომელშიც აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.
2. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის განმავლობაში. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შერჩეულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატი.
5. კანდიდატის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადას
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 20 დღის განმავლობაში
- ვადა 20 დღის ვადაში
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
- მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
- მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
- მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
- მუხლი 25. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელის დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-23/