1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
3. აკადემიური საბჭოს არჩევნებს ფაკულტეტის საბჭოს არჩევიდან ერთი კვირის ვადაში აცხადებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირის ვადაში.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
5. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში იმართება აკადემიური საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას.
6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- ვადა 10 დღის განმავლობაში
- ვადა 2 კვირის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 12. დამკვირვებელი
- მუხლი 13. დარღვევის ოქმი
- მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
- მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
- მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-19/