1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით.

2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

3. ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის:

ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;

ბ) უკავია კონსერვატორიის  პროფესორის თანამდებობა;

გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე;

დ) აქვს კონსერვატორიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაადგინოს აკადემიურმა საბჭომ.

5. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, აქვს უფლება მოითხოვს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება,  პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობიდან.

6. კონსერვატორიის ემერიტუსის წოდების მქონე პირს კონსერვატორიის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და გაცემის პირობები დგინდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

7. ემერიტუსის წოდების მქონე პირს კონსერვატორიაში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა.

8. კონსერვატორიის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ან ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას.

9. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის საგანმანათლებლო და  სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

10. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, კონსერვატორიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით, ისარგებლოს კონსერვატორიის რესურსებით და კონსერვატორიის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით.

11. კონსერვატორიის ემერიტუსის წოდების მქონე პირს მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, უწყდება კონსერვატორიის მიერ გასაცემი ყოველთვიური ანაზღაურება.

12. კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

13. კონსერვატორიას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდებ