1. კონკურსი ცხადდება და ტარდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიხედვით, აღნიშნული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო აკადემიურ თანამდებობებზე.

2. საშემსრულებლო და კომპოზიციის სპეციალობებზე არჩევის პირობები:

ა) პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებულ პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს:

ბ. ა) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ბ. ბ) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ-პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება 3 ან 4 წლის ვადით;

დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კონსერვატორიის დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

3. მუსიკოლოგიურ სპეციალობებზე არჩევის პირობები:

ა) პროფესორად აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებულ პროფესორად აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად  მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ-პროფესორად აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით;

დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კონსერვატორიის დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

4. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცი