კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი და მისი მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

კონსერვატორიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.

მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და კონცერტმაისტერი (კორეპეტიტორი).

მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე, კონსერვატორიის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი.

კონსერვატორია უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს კანცლერი, რექტორის გადაწყვეტილები