ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს კონსერვატორიაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს უფლებამოსილების შეწყვეტას, შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია კონსერვატორიის ადმინისტრაციულ, ასევე დამხმარე თანამდებობასთან.

პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში ერთდროულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.
თავი V
სტუდენ