1. კონსერვატორიაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის კონსერვატორიის თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კონსერვატორიის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები კონსერვატორიის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. კონსერვატორიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაშ