1. კონსერვატორიის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობაზე, კონსერვატორიისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. კონსერვატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);
გ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებ