1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში (საგანში) სამჯერ კრედიტის ვერმიღება;

ე) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა; აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;

ვ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დავალიანების ორჯერ არსებობა;

ზ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კონსერვატორიის ეთიკის კოდექსის, ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ საფუძველზე;

თ) გარდაცვალება.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი VI

კონსერვატორიის
განათლების საფეხურე