1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა და კვლევა.
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.
დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით. იმ პერსონალის მიმართ, რომელიც აკადემიურ თანამდებობას დაიკავებს ზედიზედ მეორე ან მომდევნო ვადით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი შეზღუდვა არ ვრცელდება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოვალეობები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;
დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
3. კონსერვატორია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლების, შემოქმედებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებ