1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული პროფესორი ან/და მოწვეული მასწავლებელი), სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
2. მოწვეული პროფესორები იყოფიან „ს“ და “ა“ კატეგორიებად, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები ანალოგიურია, შესაბამისად, სრული პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სტატუსისა. მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშ