1. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ვებგვერდზე ელექტრონულად მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე წვდომა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს სუბიექტის ანგარიშგების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომ - პასუხისმგებელი პირი) მობილური ტელეფონის ნომერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს. იგი უფლებამოსილია აღნიშნული კოდი გადასცეს დაინტერესებულ პირს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის ვებგვერდზე შეყვანის შემდეგ დაინტერესებული პირი მიიღებს წვდომას მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე.

5. მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, გადაეცემა საკრედიტო საინფორმაციო ბიურო