1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია,  საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს  მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ. სამსახური, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა, განცხადებას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, შესრულებული აქვს   მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები, უფლებამოსილია, მომდევნო, სავალდებულო წესით  მონიტორინგის ვადის დადგომამდე საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ ბოლო მონიტორინგის შედეგებით:

ა) არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს  სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება;

ბ) მიენიჭა სუბიექტისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, შესრულებული აქვს სამსახურის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი.

3. თუ ფირმას სამსახურის გადაწყვეტილებით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ვალდებულია სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში  სამსახური მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის  სისტემა მიმოხილულია საერთაშორისო ქსელის ფარგლებში, სავალდებულოა სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებას ერთოდეს  დიაგნოსტიკური ანგარიში, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესი