1. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ევალება პროფესიული სტანდარტების ცოდნა.
2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აუდიტორული მომსახურების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აკმაყოფილებდეს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს.
4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია მხოლოდ ისეთი მომსახურების გაწევას დაეთანხმოს, რომლის შესრულებაც კომპეტენტურად შეუძლია კანონით გათვალისწინებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისა