1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე 3 თვით ადრე სამსახურის მიერ აუდიტორს ან აუდიტორულ ფირმას ეგზავნება წერილი სავალდებულო წესით მონიტორინგის დაწყებისა და მონიტორინგისათვის მოსამზადებელი შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, დანართი №2-ის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაციის) 1 თვის ვადაში სამსახურისათვის წარდგენის თაობაზე.
2. აუდიტორისათვის და აუდიტორული ფირმისათვის თავდაპირველი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა იწყება რეესტრში რეგისტრაციის მომდევნო დღიდან, ხოლო ყოველი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა ხდება მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდა