1. სამსახურის საქმიანობა, მის მიერ მონიტორინგის ეტაპზე აუდიტორის, აუდიტორული ფირმისა და მისი გარიგების პარტნიორისათვის დაგეგმილი პროცედურები, მონიტორინგის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის, რეკომენდაცია) ემსახურება საქართველოში აუდიტორული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობას, სფეროში არსებული სისტემური რისკების გამოვლენას და მათი გავლენის შემცირებას, ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორში ინფორმაციული ასიმეტრიის აღმოფხვრასა და პროცესების გამჭვირვალობის დონის ამაღლებას.
2. მონიტორინგის მიზანია:
ა) აუდიტორის, აუდიტორული ფირმის და მისი გარიგების პარტნიორის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული მომსახურების განხორციელებისათვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის კონტროლის სისტემის შეფასება.
3. სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს. საერთო ანგარიში არ უნდა შეიცავდეს აუდიტორების/აუდიტორული ფირმებისა (მათ შორის, აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების, რეგისტრირებული პარტნიორებისა და დამფუძნებლების) და სუბიექტების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაცია