2. 2019 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2019 წლის 3 ივნისამდე არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღების ან მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 ივნისის შემდეგაც არ საჭიროებს აღნიშნულ ნებართვას ან შეტყობინებას.
3. თუ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მაშინ მათი მოქმედების პერიოდში, ნებართვის გაცემის მიზნით, გამოიყენება მათი დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
4. ტექნიკური ზედამხედველობის შემთხვევაში მოქმედებს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობ