1. 2011 წლის 12 ივნისამდე კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ყოვლისმომცველი ანგარიში ამ დირექტივის გამოყენების შესახებ, კერძოდ, ამ დირექტივის მე-3(9) და მე-4 მუხლისა და I დანართის გამოყენების შესახებ, მომხმარებლის დაცვის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციისა და გამარტივების პერსპექტივების შესახებ და, მე-3(5) მუხლის გათვალისწინებით, ნებისმიერი ზომის შესახებ, რომლის გატარებაც საჭიროა გაერთიანების დონეზე, რათა შენარჩუნებულ იქნეს მომხმარებლის დაცვის შესაბამისი დონე. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშს თან უნდა ახლდეს ამ დირექტივის ან გაერთიანების კანონმდებლობის სხვა შესაბამისი ნაწილების გადასინჯვის წინადადება.
2. ევროპარლამენტი და საბჭო ეცდებიან, იმოქმედონ ხელშეკრულების შესაბამისად კომისიის მიერ 1-ლი პუნქტის თანახმად წარდგენილი წინადადების წარდგენიდან ორი წლის ვადაშ