წევრმა სახელმწიფოებმა წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის საჭირო კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ 2007 წლის 12 ივნისამდე. ისინი ამის შესახებ მაშინვე აუწყებენ კომისიას და დაუყოვნებლად მიაწვდიან კომისიას ინფორმაციას შემდგომი შესწორებების შესახებ.
მათ აღნიშნული ზომები უნდა გაატარონ 2007 წლის 12 დეკემბრამდე. წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული ზომების მიღებისას, მათში უნდა მიეთითოს ეს დირექტივა ან, ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა ახლდეს ამგვარი მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, როგორ უნდა შესრულდეს ამგვარი მითითებ