1. დირექტივის 97/7/EC მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
ინერციული გაყიდვა
შიდა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-სამომხმარებლო კომერციული პრაქტიკის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 11 მაისის დირექტივით 2005/29/EC დადგენილი ინერციული გაყიდვის პრაქტიკის აკრძალვის გათვალისწინებით[10], წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა შეუთანხმებელი მიწოდებისას, თანხმობის პასუხის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი გათავისუფლდეს ნებისმიერი ანაზღაურების ვალდებულებისგან.
2. დირექტივის 2002/65/EC მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
შიდა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-სამომხმარებლო კომერციული პრაქტიკის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 11 მაისის დირექტივით 2005/29/EC დადგენილი ინერციული გაყიდვის პრაქტიკის აკრძალვის გათვალისწინებით[11] და იმგვარად, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს დისტანციური ხელშეკრულებების ვადის ავტომატურად გაგრძელებასთან დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობის დებულებებთან, როდესაც ამგვარი წესები უშვებს ვადის ავტომატურად გაგრძელებას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა შეუთანხმებელი მიწოდებისას, თანხმობის პასუხის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი გათავისუფლდეს ნებისმიერი ვალდებულებისგა