დირექტივაში 84/450/EC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ამ დირექტივის მიზანია, დაიცვას მოვაჭრეები შეცდომაში შემყვანი რეკლამასა და მისი არასახარბიელო შედეგებისგან და განსაზღვროს პირობები, როდესაც დაიშვება შედარებითი რეკლამა.“;

2. მე-2 მუხლში:

მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „მოვაჭრე“ არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან, ხელობასთან, ბიზნესთან ან პროფესიასთან და ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან მისი დავალებით.“,დამატებულ იქნეს შემდეგი ქვეპუნქტი:

„4. „კოდექსის ავტორი“ არის ნებისმიერი სუბიექტი, მოვაჭრის ან მოვაჭრეთა ჯგუფის ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ქცევის კოდექსის შექმნასა და გადახედვაზე ან/და რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს იმ პირთა მიერ ქცევის კოდექსის დაცვა, რომელთაც აღებული აქვთ მისი შესრულების ვალდებულება.“;

3. მე-3a მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3a

1. შედარებითი რეკლამა, რამდენადაც შედარებას ეხება, დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ის არ არის შეცდომაში შემყვანი ამ დირექტივის მე-2(2), მე-3 და მე-7(1) მუხლების ან შიდა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-სამომხმარებლო კომერციული პრაქტიკის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 11 მაისის დირექტივის 2005/29/EC მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით[9];

ის ერთმანეთს ადარებს საქონელს ან მომსახურებას, რომელიც გამოიყენება ერთი და იმავე საჭიროებისთვის ან განკუთვნილია ერთი და იმავე მიზნისთვის;

ის ობიექტურად ადარებს ერთმანეთს საქონლის ან მომსახურებების ერთ ან მეტ საგნობრივ, არსებით, შემოწმებად და ტიპურ თვისებას, რაც შესაძლოა, მოიცავდეს ფასს;

ის ეჭვქვეშ არ აყენებს ან არ ბღალავს კონკურენტის სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო დასახელებებს, სხვა განმასხვავებელ ნიშნებს, საქონელს, მომსახურებას, საქმიანობას ან მდგომარეობას;

ის წარმოშობის აღნიშვნის მქონე პროდუქციის რეკლამირებისას, თითოეულ შემთხვევაში, მიუთითებს იმავე დასახელების პროდუქციას;

ის არ სარგებლობს კონკურენტის სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო დასახელების ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის რეპუტაციით ან კონკურენტპროდუქტის წარმოშობის აღნიშვნით;

ის არ წარმოადგენს საქონელს ან მომსახურებას, როგორც ისეთი საქონლის იმიტაციას ან რეპროდუქციას, რომელთა სავაჭრო ნიშანი ან სავაჭრო დასახელება დაცულია;

ის არ იწვევს აღრევას მოვაჭრეებს შორის, რეკლამის დამკვეთსა და კონკურენტს შორის ან რეკლამის დამკვეთისა და კონკურენტის სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო დასახელებებს, სხვა განმასხვავებელ ნიშნებს, საქონელსა და მომსახურებას შორის.

4. მე-4(1) მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო და ეფექტური საშუალებები შეცდომაში შემყვანი რეკლამის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა დაცული იქნეს შედარებით რეკლამასთან დაკავშირებული დებულებები მოვაჭრეებისა და კონკურენტების ინტერესების სასარგებლოდ. ამგვარი საშუალებები მოიცავს სამართლებრივ დებულებებს, რომელთა თანახმად ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით აქვთ კანონიერი ინტერესი, ებრძოლონ შეცდომაში შემყვან რეკლამას ან დაარეგულირონ შედარებითი რეკლამის საკითხი, შეუძლიათ:

შეიტანონ სარჩელი ამგვარი რეკლამის წინააღმდეგ; ან

ამგვარი რეკლამა გაასაჩივრონ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს საჩივრები ან დაიწყოს შესაბამისი სამართალწარმოება.

თითოეული წევრი სახელმწიფო წყვეტს, ამ საშუალებებიდან რომელი იყოს ხელმისაწვდომი და მიეცეს თუ არა სასამართლოებს ან ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლებამოსილება, მოითხოვონ, რომ ჯერ გამოყენებულ იქნეს საჩივრების განხილვის სხვა დადგენილი საშუალებები, მათ შორის, მე-5 მუხლში მითითებული საშუალებებიც.

თითოეული წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია:

ცალ-ცალკე იქნეს ეს სამართლებრივი საშუალებები მიმართული ერთ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი რამდენიმე მოვაჭრის წინააღმდეგ, თუ ერთობლივად;

უნდა იქნეს თუ არა მიმართული ეს სამართლებრივი საშუალებები კოდექსის ავტორის წინააღმდეგ, როდესაც შესაბამისი კოდექსი შეუსაბამობაშია სამართლებრივ მოთხოვნებთან.“;

5. მე-7(1) მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დირექტივა წევრ სახელმწიფოებს ხელს არ უშლის, ძალაში დატოვონ ან მიიღონ დებულებები მოვაჭრეებისა და კონკურენტების შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან გაძლიერებული დაცვის უზრუნველსაყოფად