წევრი სახელმწიფოები სასამართლოებს ან ადმინისტრაციულ ორგანოებს ანიჭებენ შემდეგ უფლებამოსილებებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წარმოებისას:
მოვაჭრეს მოსთხოვონ კომერციულ პრაქტიკასთან დაკავშირებული, ფაქტებზე დაფუძნებული სასარჩელო მოთხოვნის სიზუსტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, თუ, მოვაჭრისა და საქმის წარმოებაში მონაწილე სხვა მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, ამგვარი მოთხოვნა მიზანშეწონილია კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე;
ფაქტებზე დაფუძნებული სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნიონ უზუსტოდ, თუ (a) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი მტკიცებულება არაა წარდგენილი ან მიჩნეულია არასაკმარისად სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიე