1. კომერციული პრაქტიკა მიიჩნევა შეცდომაში შემყვანად, თუ ის შეიცავს მცდარ ინფორმაციას და, აქედან გამომდინარე, არ არის სანდო, ან ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, მისი ზოგადი წარმოდგენა, ატყუებს ან, სავარაუდოდ, მოატყუებს საშუალო მომხმარებელს მაშინაც კი, თუ ერთი ან ერთზე მეტი შემდეგი ელემენტის შესახებ ინფორმაცია, ფაქტორბრივად, სწორია და თუ ის ყველა შემთხვევაში იწვევს ან, სავარაუდოდ, გამოიწვევს მომხმარებლის მიერ შესყიდვის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა:
პროდუქტის არსებობა ან მისი ბუნება;
პროდუქტის მთავარი მახასიათებლები, როგორიცაა: მისი ხელმისაწვდომობა, სარგებლობა, რისკები, შესრულება, შემადგენლობა, აქსესუარები, გაყიდვის შემდგომი სამომხმარებლო მომსახურება და საჩივრების მართვა, წარმოების ან უზრუნველყოფის მეთოდი და თარიღი, მიწოდება, დანიშნულებისთვის ვარგისობა, გამოყენება, რაოდენობა, ტექნიკური მონაცემები, გეოგრაფიული ან კომერციული წარმომავლობა ან მისი მოხმარებისას მოსალოდნელი შედეგები, ან ტესტების ან პროდუქტისთვის ჩატარებული შემოწმებების შედეგები და მნიშვნელოვანი მახასიათებლები;
მოვაჭრის ვალდებულებები, სავაჭრო პრაქტიკის მოტივები და გაყიდვების პროცესის ბუნება, პირდაპირ ან არაპირდაპირ სპონსორობასთან, ან მოვაჭრის ან პროდუქტის პირდაპირ ან არაპირდაპირ სპონსორობასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება ან სიმბოლო;
ფასი ან ფასის გამოანგარიშების მეთოდი, ან გარკვეული საფასო უპირატესობა;
მომსახურების, ნაწილის, შეცვლის ან შეკეთების საჭიროება;
მოვაჭრის ან მისი წარმომადგენლის ბუნება, ატრიბუტიკა და უფლებები, როგორიცაა მისი ვინაობა და აქტივები, მისი კვალიფიკაციები, სტატუსი, დამტკიცება, წევრობა ან კავშირი და სამრეწველო, სავაჭრო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ფლობა ან მისი ჯილდოები და განმასხვავებელი ნიშნები;
სამომხმარებლო უფლებები, მათ შორის, პროდუქტის შეცვლის ან კომპენსაციის მიღების უფლება, რომელიც გათვალისწინებულია ფართო მოხმარების საქონლის გაყიდვისა და მასთან დაკავშირებული გარანტიების გარკვეული ასპექტების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივაში 1999/44/EC8, ან რისკები, რომლის წინაშეც შესაძლოა ის აღმოჩნდეს.
2. კომერციული პრაქტიკა, ასევე, მიიჩნევა შეცდომაში შემყვანად, თუ მის ფაქტობრივ კონტექსტში, ყველა მისი მახასიათებლისა და გარემოების გათვალისწინებით, ის იწვევს ან, სავარაუდოდ, გამოიწვევს საშუალო მომხმარებლის მიერ შესყიდვის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა. ამგვარ პრაქტიკაში იგულისხმება:
პროდუქტის ნებისმიერი გასაღება, შედარებითი რეკლამის ჩათვლით, რაც იწვევს დაბნეულობას კონკურენტის რომელიმე პროდუქტის, საფირმო ნიშნის, სავაჭრო დასახელების ან სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმართ;
მოვაჭრის მიერ ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელთა შესრულებაც მოვაჭრემ იკისრა, თუ:
ვალდებულება არ არის იურიდიული ძალის მქონე, მაგრამ არის საფუძვლიანი და შესაძლებელია მისი შესრულება,კომერციულ პრაქტიკაში მოვაჭრე მიუთითებს, რომ აღებული აქვს პასუხისმგებლობა კოდექსის შესრულებაზ