1. არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკა უნდა აიკრძალოს.
2. კომერციული პრაქტიკა არაკეთილსინდისიერია, თუ ის:
ეწინააღმდეგება პროფესიული გულმოდგინების მოთხოვნებს და
მნიშვნელოვნად ცვლის ან, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეცვლის პროდუქტის მიმართ საშუალო მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევას, ვისთანაც აღწევს პროდუქტი ან ვისთვისაც ის განკუთვნილია, ან ჯგუფის საშუალო წარმომადგენლის ეკონომიკურ ქცევას იმ შემთხვევაში, თუ კომერციული პრაქტიკა მომხმარებელთა კონკრეტული ჯგუფისკენაა მიმართული.
3. კომერციული პრაქტიკა, რომელიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეცვლის მხოლოდ მკვეთრად იდენტიფიცირებადი მომხმარებლების ჯგუფის ეკონომიკურ ქცევას, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან აღნიშნული პრაქტიკისადმი ან ძირითადი პროდუქტისადმი მათი გონებრივი ან ფიზიკური ნაკლის, ასაკის ან გულუბრყვილობის გამო, რისი წინასწარ განჭვრეტაც მოვაჭრის მხრიდან გონივრულად მოსალოდნელი იქნებოდა, უნდა შეფასდეს აღნიშნული ჯგუფის საშუალო წარმომადგენლის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული არ ზღუდავს საერთო და კანონიერ სარეკლამო პრაქტიკას, როდესაც კეთდება გაზვიადებული განცხადებები ან განცხადებები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნეს გაგებული.
4. კომერციული პრაქტიკა განსაკუთრებით არაკეთილსინდისიერია, თუ:
არის შეცდომაში შემყვანი, როგორც განსაზღვრულია მე-6 და მე-7 მუხლებში;
არის აგრესიული, როგორც განსაზღვრულია მე-8 და მე-9 მუხლებში.
5. I დანართში მოცემულია ჩამონათვალი იმ კომერციული პრაქტიკისა, რომელიც ყველა გარემოებაში არაკეთილსინდისიერადაა მიჩნეული. ამ ერთიან ჩამონათვალს იყენებს ყველა წევრი სახელმწიფო და მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ დირექტივის გადახედვის შემთხვევაში.
სექცია 1
შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტი