1. კომერციული პრაქტიკა, ასევე, მიიჩნევა შეცდომაში შემყვანად, თუ, მის ფაქტობრივ კონტექსტში, ყველა მისი მახასიათებლისა და გარემოების და საკომუნიკაციო საშუალებების შეზღუდვების გათვალისწინებით, ის არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საშუალო მომხმარებელს სჭირდება, კონტექსტიდან გამომდინარე, რათა შესყიდვის შესახებ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ის იწვევს ან სავარაუდოდ, გამოიწვევს საშუალო მომხმარებლის მიერ შესყიდვის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა.

2. ის, ასევე, მიიჩნევა შეცდომაში შემყვან უმოქმედობად, თუ 1-ელ პუნქტში აღწერილი საკითხების გათვალისწინებით, მოვაჭრე მალავს ან გაურკვევლად, გაუგებრად, ბუნდოვნად ან შეუფერებელ დროს აწვდის აღნიშნულ პუნქტში მითითებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ან არ ასახელებს კომერციული პრაქტიკის მიზანს, როდესაც ეს აშკარა არაა კონტექსტიდან და თუ ორივე შემთხვევაში ის იწვევს ან, სავარაუდოდ, გამოიწვევს საშუალო მომხმარებლის მიერ შესყიდვის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა.

3. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გადმოსაცემად გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება აწესებს დროის ან სივრცის შეზღუდვებს, ეს შეზღუდვები და ნებისმიერი ზომა, რომელსაც მოვაჭრე მიმართავს მომხმარებლისთვის სხვა საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის მისაწოდებლად, გასათვალისწინებელია ინფორმაციის არსებობის ან არარსებობის შეფასებისას.

4. შესყიდვის განხორციელების შეთავაზების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მიიჩნევა შემდეგი ინფორმაცია, თუ ის უკვე აშკარა არ არის კონტექსტიდან:

პროდუქტის მთავარი მახასიათებლები, კომუნიკაციის საშუალებისა და პროდუქტისთვის შესაფერისი მოცულობით;

მოვაჭრის გეოგრაფიული მისამართი და ვინაობა, როგორიცაა მისი სავაჭრო დასახელება და, საჭიროების შემთხვევაში, იმ მოვაჭრის გეოგრაფიული მისამართი ან ვინაობა, რომლის სახელითაც ის მოქმედებს;

ფასი, გადასახადების ჩათვლით, ან თუ პროდუქტის ბუნება არ იძლევა ფასის წინასწარ გამოთვლის საშუალებას, ფასის გამოთვლის მეთოდი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირებასთან, მიწოდებასთან ან საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯი, ან თუ ამ ხარჯების გამოთვლა წინასწარ შეუძლებელია, მითითება, რომ დამატებითი ხარჯები შეიძლება დასაფარი გახდეს;

გადახდის, მიწოდებისა და შესრულების წესი და საჩივრების მართვის პოლიტიკა, თუ ისინი პროფესიული გულმოდგინების მოთხოვნებს გადაუხვევს;

ისეთი პროდუქციისა და გარიგებების შემთხვევაში, რომლებზეც ვრცელდება გარიგებიდან გასვლის ან გაუქმების უფლება, ამგვარი უფლების არსებობა.

5. გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი საინფორმაციო მოთხოვნები კომერციულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რეკლამის ან მარკეტინგის ჩათვლით, რომელთა არასრული ჩამონათვალი მოცემულია II დანართში, მიიჩნევა მნიშვნელოვან მოთხოვნებად.

სექცია 2

აგრესიული კომერციული პრაქტი