ამ დირექტივის მიზნებისთვის:

„მომხმარებელი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ქმედება ამ დირექტივაში გათვალისწინებულ კომერციულ პრაქტიკაში ემსახურება მიზნებს, რომლებიც არ არის კავშირში მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან;

„მოვაჭრე“ არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ დირექტივაში გათვალისწინებულ კომერციულ პრაქტიკაში მოქმედებს ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან და ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით;

„პროდუქტი“ ნიშნავს საქონელს ან მომსახურებას, უძრავი ქონების, უფლებებისა და ვალდებულებების ჩათვლით;

„არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-სამომხმარებლო კომერციული პრაქტიკა“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც "კომერციული პრაქტიკა") ნიშნავს მოვაჭრის ქმედებას, უმოქმედობას, განგრძობად ქცევას ან წარმომადგენლობას, კომერციულ კომუნიკაციას, რეკლამისა და მარკეტინგის ჩათვლით, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული პროდუქტის რეკლამირებასთან, გაყიდვასთან ან მომხმარებლებისთვის მიწოდებასთან;

„მომხმარებლების ეკონომიკური ქცევის მნიშვნელოვნად შეცვლა“ ნიშნავს კომერციული პრაქტიკის გამოყენებით მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარის საგრძნობლად შესუსტებას და, შესაბამისად, შესყიდვის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა;

„ქცევის კოდექსი“ არის ხელშეკრულება ან წესების კრებული, რომელიც არ არის დაწესებული წევრი სახელმწიფოს კანონით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული დებულებით და რომელიც განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევას, რომელნიც იღებენ ვალდებულებას, დაიცვან კოდექსი ერთ ან ერთზე მეტ ცალკეულ კომერციულ პრაქტიკას თუ ბიზნეს სექტორთან მიმართებით;

„კოდექსის ავტორი“ არის ნებისმიერი სუბიექტი, მოვაჭრის ან მოვაჭრეთა ჯგუფის ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ქცევის კოდექსის შექმნასა და გადახედვაზე ან/და რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს იმ პირთა მიერ ქცევის კოდექსის დაცვა, რომელთაც აღებული აქვთ მისი შესრულების ვალდებულება.

„პროფესიული გულმოდგინება“ ნიშნავს სპეციალური უნარისა და გულმოდგინების სტანდარტს, რომლის დაცვაც გონივრულად მოსალოდნელია მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის მიმართ და რომელიც კეთილსინდისიერი საბაზრო პრაქტიკის ან/და მოვაჭრის საქმიანობის სფეროში კეთილსინდისიერების ზოგადი პრინციპის თანაზომიერია;

„შესყიდვის განხორციელების შეთავაზება“ ნიშნავს კომერციულ კომუნიკაციას, რომლის დროსაც მიეთითება პროდუქტის მახასიათებლები და ფასი გამოყენებული კომერციული კომუნიკაციის შესაბამისი საშუალებებით და ამით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, განახორციელოს შესყიდვა;

„არასათანადო ზემოქმედება“ ნიშნავს ძალაუფლების გამოყენებას მომხმარებელზე ზეწოლის მიზნით, თუნდაც ფიზიკური ძალის გამოყენების ან გამოყენების მუქარის გარეშე ისე, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მომხმარებლის უნარი, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება;

„შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება“ ნიშნავს მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა პირობებით განახორციელოს შესყიდვა, გადახდა განახორციელოს მთლიანად თუ ნაწილობრივ, დაიტოვოს თუ არა პროდუქტი ან გამოიყენოს თუ არა სახელშეკრულებო უფლება პროდუქტის მიმართ, იმოქმედოს თუ თავი შეიკავოს მოქმედებისგან;

„რეგულირებადი პროფესია“ ნიშნავს პროფესიულ საქმიანობას ან პროფესიული საქმიანობების ერთობლიობას, რომელთან წვდომა ან რომლის განხორციელება ან განხორციელების ფორმა, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოკიდებულია კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციის ფლობაზე, კანონების, რეგულაციების ან ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისა