1. ეს დირექტივა ვრცელდება მე-5 მუხლში განსაზღვრული არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-სამომხმარებლო კომერციულ პრაქტიკაზე პროდუქტთან დაკავშირებული კომერციული გარიგების დადებამდე, დადებისას და შემდგომ.

2. ეს დირექტივა არ ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო სამართალს, კერძოდ კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან, შედგენასა თუ შედეგებთან დაკავშირებულ წესებს.

3. ეს დირექტივა არ ეწინააღმდეგება გაერთიანების ან ეროვნულ წესებს, რომლებიც პროდუქციის სიჯანსაღისა და უსაფრთხოების ასპექტებთანაა დაკავშირებული.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დირექტივის დებულებები წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების სხვა წესებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის კონკრეტულ ასპექტებს არეგულირებს, ეს უკანასკნელი მიიჩნევა უპირატესად და გამოიყენება ამ კონკრეტულ ასპექტებთან მიმართებაში.

5. 2007 წლის 12 ივნისიდან ექვსი წლის განმავლობაში წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გააგრძელონ ეროვნული დებულებების გამოყენება ამ დირექტივით დაახლოებულ სფეროში, რომლებიც ამ დირექტივის დებულებებზე უფრო მკაცრი ან ნორმატიულია და რომლებითაც ხორციელდება მინიმალური ჰარმონიზაციის დებულებების შემცველი დირექტივები. აღნიშნული ზომები აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებელთა სათანადო დაცვა არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკისგან. აღნიშნული ზომები ამ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს. მე-18 მუხლში მითითებული გადასინჯვა, თუ საჭირო იქნება, შეიძლება მოიცავდეს წინადადებას ამ გამონაკლისის კიდევ გარკვეული პერიოდით გაგრძელებასთან დაკავშირებით.

6. წევრი სახელმწიფოები დაუყოვნებლად ატყობინებენ კომისიას მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოყენებული ეროვნული დებულების შესახებ.

7. ეს დირექტივა არ ეწინააღმდეგება სასამართლოების იურისდიქციის განმსაზღვრელ წესებს.

8. ეს დირექტივა არ ზღუდავს დაარსების ან ავტორიზაციის რეჟიმების პირობებს, არ ეწინააღმდეგება დეონტოლოგიური ქცევის კოდექსს ან რეგულირებადი პროფესიების მარეგულირებელ სხვა სპეციალურ წესებს, რათა სპეციალისტის მხრიდან დაცული იყოს კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტები, რომლებიც წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაუწესოს სპეციალისტებს გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად.

9. დირექტივაში 2002/65/EC განსაზღვრულ „ფინანსურ მომსახურებასთან“, აგრეთვე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლია დააწესონ ამ დირექტივის მოთხოვნებზე მკაცრი და ნორმატიული მოთხოვნები იმ სფეროში, რომლის დაახლოებასაც ის ემსახურება.

10. ეს დირექტივა არ ეხება წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების გამოყენებას, რომლებიც დაკავშირებულია ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნივთების სინჯის სერტიფიცირებასა და მითითებასთა