იმის განსაზღვრისას, არის თუ არა კომერციულ პრაქტიკაში გამოყენებული შევიწროება, იძულება, ფიზიკური ძალის გამოყენების ჩათვლით, ან არასათანადო ზემოქმედება, შემდეგი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული:
მისი გამოყენების დრო, ადგილი, ბუნება ან ხანგრძლივობა;
მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება ან ქცევა;
მოვაჭრის მიერ ნებისმიერი უბედური შემთხვევის ან ისეთი სიმძიმის გარემოების გამოყენება, რომელიც იმოქმედებს მომხმარებლის განსჯის უნარზე, რის შესახებაც ცნობილია მოვაჭრისთვის და რაც გავლენას მოახდენს პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე;
დამამძიმებელი ან არათანაზომიერი დაბრკოლება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით და რომელსაც მოვაჭრე აწესებს, როდესაც მომხმარებელს სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენება ან სხვა პროდუქტით ან სხვა მოვაჭრით დაინტერესება;
საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ისეთი ზომის მიღებასთან, რომლის მიღებაც კანონიერად შეუძლებელია.
ქცევის კოდექ