შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლირებული ოპერაციის შეფასება ჩვეულებრივ უნდა ემყარებოდეს ურთიერთდამოკიდებული საწარმოების მიერ რეალურად განხორციელებულ ოპერაციას, როგორც მათ მიერ იყო ორგანიზებული, გადასახადის გადამხდელის მიერ არჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებით ამ ინსტრუქციის მე-8-მე-10 მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა არ უნდა უგულებელყოს ფაქტიური ოპერაციები ან ჩაანაცვლოს ისინი სხვა ოპერაციებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) კონტროლირებული ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავდება მისი ფორმისგან;
ბ) ოპერაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები განსხვავდება იმ შეთანხმებებისგან, რომლებიც შესაძლებელია მიღებულ ყოფილიყო კომერციული თვალსაზრისით რაციონალურად მოქმედი დამოუკიდებელი საწარმოების მიერ და რომლის ფაქტიური სტრუქტურაც პრაქტიკულად ხელს უშლის შემოსავლების სამსახურს განსაზღვროს ოპერაციის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლთან.
თავი III
ოპერაციის კონკრეტული ტიპე