ფასნამატის მეთოდის, გადაყიდვის ფასის მეთოდის ან ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია შემოწმებული მხარის შერჩევა.

შემოწმებული მხარის შესახებ არჩევანი უნდა შეესაბამებოდეს კონტროლირებული ოპერაციის ფუნქციურ ანალიზს.

შემოწმებული მხარე არის მხარე, რომლის მიმართაც შესაძლებელია ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენება ყველაზე საიმედო ფორმით და რომლისთვისაც შესაძლებელია განისაზღვროს ყველაზე საიმედო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციები ე.ი. შემოწმებული მხარე ყველზე ხშირად იქნება ის მხარე, რომელსაც შესაბამის კონტროლირებულ ოპერაციასთან მიმართებით შესრულებული აქვს ყველაზე ნაკლებად კომპლექსური ფუნქციები.

უცხოური შემოწმებული მხარის გამოყენება მიღებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ იმ პირობით თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამი პირობა:

ა)  გამოყენებული ოპერაციების შეფასების მეთოდი  არის ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდი, რომელიც ოპერაციების შეფასების ყველაზე უფრო მართებული მეთოდია ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ბ) შემოწმებული მხარე შერჩეულია ამ მუხლის შესაბამისად;

გ) საქართველოს საწარმო შემოსავლების სამსახურს აწვდის საკმარის ინფორმაციას შემოწმებულ მხარესთან დაკავშირებით, რათა შესაძლებელი იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლთან კონტროლირებული ოპერაციის შესაბამისობის შეფასებ