საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის პირი „პირდაპირ ან არაპირდაპირ პრაქტიკულად აკონტროლებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებებს“, როცა სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:

ა) ის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციების/წილების უმრავლესობას;

ბ) მას შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის კონტროლი;

გ) მას უფლება აქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს საწარმოს მოგების 50%-ი ან მეტი;

დ) მის მიერ საწარმოზე პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემული სესხების და მისი გარანტიით კომპანიის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ აღებული სესხების ჯამი აღემატება საწარმოს მთლიანი აქტივების საბალანსო ღირებულების 50%-ს;

ე) პირის ნათესავი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50%-ზე მეტს ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მართავს საწარმოს;

ვ) გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებებზე კონტროლი დასტურდება ფაქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარ