შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის კონტროლირებულ ოპერაციასთან შედარებადობის შეფასებისას გამოსაყენებელი ინფორმაცია უნდა იყოს იმ ფინანსურ წელთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა კონტროლირებულ ოპერაციას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ დამოუკიდებელი და კონტროლირებული ოპერაციის შედარებადობის შეფასებისას ხელმისაწვდომი არ არის იმ ფინანსური წლის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მოხდა კონტროლირებული ოპერაცია, მაშინ შესაძლებელია წინა წლების ინფორმაციის გამოყენება იმ პირობით, რომ სრულდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილში განსაზღვრული შედარებადობის სტანდარტი;
ბ) თუ ინფორმაცია დაკავშირებული იმ პერიოდთან, რომელიც მიეკუთვნება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ფინანსური წლის წინა 4 ფინანსურ წელს, გამოავლენს ისეთ ფაქტებს, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ შესადარებელი ოპერაციების შედარებადობის განსაზღვრაზე (მაგალითად პროდუქტის, დარგის, ეკონომიკური ციკლების გავლენის დამამტკიცებელი საბუთი