წლის დამთავრების (ან ჟურნალის შევსების) შემდგომ, ჟურნალის თავფურცელზე კეთდება ჩანაწერი ჟურნალში რეგისტრირებული რიგითი ნომრების დიაპაზონების შესახებ, ჟურნალის ჩანაწერის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ.
შევსებული ჟურნალი ინახება გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა ბუღალტრულ დოკუმენტებთან ერთად 6 წლის განმავლობაში.
პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჟურნალის წარმოებაზე, ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ჟურნალი დაკარგვისა ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მისი გაცნობა (საგადასახადო თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ) აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის (მისი შემცვლელის) ან ბუღალტრის თანდასწრებით.
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ · რედაქცია 15.12.2004
მუხლი 33
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004. გამოქვეყნება: სსმ, 137, 26/11/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 33, №748, 17.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.22.033.006.866 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59080/muxli-33/