დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება მელნით (პასტით), ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში, შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში „შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალის წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: „შესწორება (გრაფის ნომერი) გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი).