1. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მე-4–დან მე-20 მუხლის დებულებათა მიუხედავად.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი „ოფშორული საქმიანობა“ ნიშნავს საქმიანობას, რომელიც განხორციელებულია ხელეშემკვრელი სახელმწიფოს ოფშორზე და დაკავშირებულია ზღვის ფსკერის და წიაღის და მათი ბუნებრივი რესურსების კვლევა–ძიებასა და ექსპლუატაციასთან.
3. პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და ახორციელებს ოფშორულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მე–4 პუნქტის დებულებათა თანახმად, ჩაითვლება, რომ ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით.
4. მე–3 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოფშორული საქმიანობა ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 30 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში.
ამ პუნქტის მიზნებისათვის:
a) ოფშორული საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს პირი, რომელიც დაკავშირებულია მეორე პირთან, განიხილება როგორც განხორციელებული ამ მეორე პირის მიერ, თუ განსახილველი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად ანალოგიურია იმ საქმიანობისა, რომლებსაც ეწეოდა პირველად ხსენებული პირი, იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება იმავდროულად, როცა ხორციელდება მისი საკუთარი საქმიანობა;
b) პირი განიხილება მეორე პირთან დაკავშირებულად, თუ ერთი მათგანი პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორის მიერ, ან ორივეს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი ან პირები.
5. ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურებები, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებულ ოფშორულ საქმიანობასთან დაკავშირებული დაქირავებული შრომიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, სანამ საქმიანობა ხორციელდება ამ მეორე სახელმწიფოს ოფშორზე. ამასთან, მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ დამქირავებელი არ არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და დაქირავებული შრომა ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 30 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში.
6. შემოსავლები მიღებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გასხვისებიდან:
a) კვლევა-ძიების, ან ექსპლუატაციის უფლებების; ან
b) მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განთავსებული ქონების, რომელიც გამოიყენება ამ მეორე სახელმწიფოში განხორციელებულ ოფშორულ საქმიანობასთან დაკავშირებით;
c) აქციების, რომელთა ღირებულება ან ღირებულების მეტი ნაწილი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულია ასეთი უფლებებიდან ან ასეთი ქონებიდან ან ერთად აღებული ასეთი უფლებებიდან ან ასეთი ქონებიდან;
შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
ამ პუნქტში ტერმინი „კვლევა-ძიების, ან ექსპლუატაციის უფლებები“ ნიშნავს უფლებებს ქონებაზე გამომუშავებულს ოფშორული საქმიანობის შედეგად, რომელიც ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან პროცენტს ან მოგებას ასეთი ქონებიდა